ჩოგბურთის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 16-27 ოქტომბერს ალექსანდრე მეტრეველის სახელობის კომპლექსში - "მზიური", ჩატარდა ჩოგბურთის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები - "LEVEL 2".

აღნიშნულ კურსებში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა მწვრთნელმა. კურსებს უძღვებოდნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები - გორან შევჩენკო, კენან მალიკბეგოვიჩი და საერთაშორისო ექსპერტი თორნიკე კიკნაველიძე.

კურსების დასასრულს მონაწილეებმა ჩააბარეს როგორც პრაქტიკული, ასევე წერითი გამოცდა.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა მონაწილეებს გადასცა კურსებზე დასწრების სერტიფიკატი. რაც შეეხება საერთაშორისო სერტიფიკატებს, უახლოეს დღეებში
გახდება ცნობილი, თუ რომელმა მწვრთნელმა მიიღო მწვრთნელის საერთაშორისო სერტიფიკატი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული