სეოკ-ში "სპორტფოტოს" პრეზენტაცია გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტრადიციული, რიგით მე-9 ფოტოკატალოგის, „სპორტფოტოს" პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგი არის ამავე სახელწოდების ყოველწლიური პროექტის ერთ-ერთი რგოლი. თავად პროექტმა, ამ სახითა და სახელწოდებით კი, 2014 წლიდან დაიმკვიდრა თავი.

„სპორტფოტოს“ მთავარი მიზანია თბილისში და მთლიანად საქართველოში, სპორტული ფოტოგრაფიის განვითარება.

კატალოგი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა. მასზე მომუშავე ჯგუფი შეეცადა 220 გვერდში ჩაეტია ერთი სპორტული წელი, რომელიც მრავალი საინტერესო მომენტით იყო გამორჩეული. ისევე, როგორც წინა წლებში, „სპორტფოტო“ თემატურად ხუთი ოლიმპიური რგოლის პრინციპით იწყობა. ერთი რგოლი მთლიანად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს
ეძღვნება, სადაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ფიგურული ციგურაობის ქართულმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული