სხვა

სხვადასხვა

1 ოქრო და 3 ბრინჯაო - ქართველი მოკრივეების წარმატება ბულგარეთის ტურნირზე

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.

ჩემპიონის ტიტული გიორგი ყუშიტაშვილმა (92 კგ) მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეს შეჯიბრება მოიგო.

სახილ ალახვერდოვი (48 კგ), ლაშა გურული (67 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (+92 კგ) კი საპრიზო მესამე ადგილზე გავიდნენ.

წყარო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია