სხვა

ტანვარჯიში

დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველი ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ლუქსემბურგში გამართული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლისპრიზიორია.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ტაიჭზე ვარჯიშში მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე 11 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო