სესკ ფაბრეგასმა ნიკო როსბერგთან წააგო

AutoSharing Option
გერმანულმა კომპანია "პუმამ" რამდენიმე ხნის წინ საინტერესო პროგრამა დაიწყო: სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები საკუთარ შესაძლებლობებს სცდიან საჯინიბო "მერსედესის" სარბოლო სიმულატორზე. ამჯერად ფორმულა 1-ის პილოტის რანგში თავი მოსინჯა "ბარსელონას" ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა.

მის მწვრთნელად "მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი გამოვიდა. სწორედ მან გაიარა სიმულატორზე მონცას ტრასა და ესპანელს ორიენტირი დაუწესა - 1.21,05. ფაბრეგასმა თავის საუკეთესო ცდაზე მხოლოდ 1.30,08 აჩვენა. თუმცა ამ დროით სესკმა პირველი ადგილი დაიკავა "მერსედესის" წინა სტუმრებს შორის.

მაგრამ ფაბრეგასის შედეგი დიდი ხანი არ დარჩენილა ძალაში. მეორე დღეს სიმულატორის საჭეს
მიუჯდა კრიკეტის ბრიტანელი მოთამაშე კრეგ კისვეტერი, რომელმაც თითქმის შვიდი წამით გააუმჯობესა ესპანელი ფეხბურთელის შედეგი - 1.24,10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული