"ლიგამუსი" ვოლგოგრადის "სპარტაკს" 23 იანვარს ეწვევა

AutoSharing Option
წყალბურთში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა "ლიგამუსი-თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი წრის გამოტოვებული შეხვედრა უნგრეთში "ეგერთან" 5:27 წააგო.

მორიგ მატჩს ჩვენი წყალბურთელები 23 იანვარს ვოლგოგრადში, ადგილობრივ "სპარტაკთან" გამართავენ.

ქართველთა მეტოქე A ჯგუფში საბერძნეთის "ვულიაგმენთან" ერთად ლიდერობს. ვოლგოგრადელებმა შარშან, 20 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში 15:8 იმარჯვეს და შინაც, ცხადია, მორიგი სამი ქულის აღება არ გაუჭირდებათ.

23 იანვარსვე ითამაშებენ:

A ჯგუფი

"ვასპო-98" (გერმანია)-"ეგერი" (უნგრეთი), "შუურმანი" (ჰოლანდია)-"ვულიაგმენი" (საბერძნეთი). სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია: "ვულიაგმენი" - 18 (92:39), "სპარტაკი" - 18 (81:44), "ეგერი" - 15 (98:50), "შუურმანი" - 6
(45:83), "ვასპო-98" - 4 (33:75), "ლიგამუსი-თბილისი" - 1 (41;99).

B ჯგუფი
"მონპელიე" (საფრანგეთი)-"ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი), "კროიცლინგენი" (შვეიცარია)-"დუბროვნიკი" (ხორვატია).

C ჯგუფი
"მარსელი" (საფრანგეთი)-"ბარსელონეტა" (ესპანეთი), "ვოივოდინა" (ნოვი სადი)-"სინთეზი" (ყაზანი).

D ჯგუფი
"შპანდაუ-04" (გერმანია)-"გალათასარაი" (თურქეთი), "ორადეა" (რუმინეთი)-"პარტიზანი" (ბელგრადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული