მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი მხედარი ქართველია

AutoSharing Option
ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 2012 წლის იანვრის სიახლეები, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ თვეში მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებად ახალგაზრდა მხედრად აღიარებულია ქართველი ცხენოსანი, 24 წლის შალვა გაჩეჩილაძე, რომელმაც ამას წინათ ბაქოში მსოფლიო თასის ეტაპის ("კავკასიის ლიგა") გრან-პრი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ სპორტსმენმა იგივე ჯილდო 2009 წელსაც დაიმსახურა.

ზემოხსენებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ შალვა გაჩეჩილაძემ და გერმანელმა მხედარმა რენე ტებელმა, რომელიც 40 წლისაა, რეიტინგი 66 ადგილით გაიუმჯობესეს.

შალვა გაჩეჩილაძის ოცნებაა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში, თუ ეს ახლა არ მოესწრება, მომავალში მაინც.

შეგახსენებთ, რომ
ცხენოსნობა სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც 50-60 წელს გადაცილებული მხედრებიც გამოდიან სარბიელზე. გეტყვით იმასაც, რომ ჯერ ქართველ ცხენოსანს, საქართველოს სახელით, ოლიმპიურ თამაშებში არ უასპარეზია.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული