ბრიტანელები უკეთ წვრთნიან

AutoSharing Option
ორი დღეა, ბრიტანელთა ტრიუმფით მიმდინარეობს ცხენოსნობის ტურნირი.

როგორც 7 აგვისტოს ნომერში ვწერდით, 60-წლიანი შესვენების შემდეგ ბრიტანეთმა მოიგო კონკურში გუნდური პირველობა, გუშინ კი საერთოდ, თავისი ახალი ისტორია შექმნა - მას არასოდეს მოეგო აქამდე ცხენის გაწვრთნაში გუნდური შეჯიბრი.

ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს კარლ ჰესტერმა, ლაურა ბეხტოლშაიმერმა, შარლოტ დუჟარდენმა. რა თქმა უნდა, ეს ტრიუმფი ყველაზე მეტად 45 წლის ვეტერან ჰესტერს სჭირდებოდა. ეს მისი მეოთხე ოლიმპიადა იყო და აქამდე ოქროს მოგებას ვერ ახერხებდა.

გუშინდელი ფინალის მსვლელობისას ორი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. ჯერ ჰესტერმა გამოიჩინა თავი, შემდეგ
მას რეკორდი ჩამოართვა ახალგაზრდა თანაგუნდელმა, ოლიმპიური თამაშების დებიუტანტმა შარლოტ დუჟარდენმა.

როგორც წესი, გუნდური პირველობის მსვლელობისას, ცხენოსანთა ინდივიდუალური შედეგებიც ფიქსირდება და ხვალინდელი ფინალის წინ დუჟარდენი პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე ოქროს მოგების კარგი შანსი აქვს; ჰესტერი მესამეა, ბეხტოშაიმერი - მეხუთე.

გაწვრთნა. გუნდური
1. ბრიტანეთი
(კარლ ჰესტერი, ლაურა ბეხტოლშაიმერი, შარლოტ დუჟარდენი)
2. გერმანია
(დოროტი შნაიდერი, კრისტინა შპრეჰე, ჰელენ ლანდეჰანენბერგი)
3. ჰოლანდია
(ანკი ვან გრუნსვენი, ედვარდ გალი, ადელინდ კორნელისენი)
4. დანია
5. შვედეთი
6. ესპანეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული