"კავკასიის ლიგის" ლიდერი შალვა გაჩეჩილაძეა

AutoSharing Option
ბაქოში დასრულდა ცხენოსნობაში (დაბრკოლებათა გადალახვა) მსოფლიო თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი - "კავკასიის ლიგა".

ეს იყო 2012-13 წლების ციკლის რიგით მე-9 ასპარეზობა, რომელშიაც კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ცნობილმა თბილისელმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ.

დავძენთ, რომ ეს ასპარეზობა მასპინძლებმა ბაქოს ტრადიციულ ღია პირველობადაც აქციეს, რაც უფრო ამაღლებს მხედართა ინტერესს.

შალვა გაჩეჩილაძემ მთავარი პრიზი და მსოფლიო თასის სარეიტინგო ქულა ბრწყინვალე გამოსვლით დაიმსახურა.

მის გარდა, შეჯიბრებაში გამოდიოდა კიდევ ორი თბილისელი ცხენოსანი "ჟოკეი კლუბიდან" - გეგი მეტონიძე და ცოტნე თავაძე.

შალვა გაჩეჩილაძე ლიგის ლიდერია.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული