მანოდუს მეორედ მოსვლა

AutoSharing Option
სახელოვანმა ფრანგმა მოცურავემ ლორ მანოდუმ სპორტული კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა აუზში დაბრუნება ორწლიანი შესვენების შემდეგ გადაწყვიტა. ეს პაუზა პირველი ბავშვის გაჩენით იყო გამოწეული.

"მე ვბრუნდები, - განუცხადა ჟურნალ Le Journal du Dimanche-ს მანოდუმ. - ჯერჯერობით კონკრეტულ გეგმებს არ ვაწყობ. გასაგებია, რომ ჯერ არ ვარ მზად მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატისთვის, მაგრამ ამ მიმართულებით ვიმუშავებ".

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აღიარა, რომ ძალიან უნდა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. "ნებისმიერი მოცურავე, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ოლიმპიადაში, იქ დაბრუნებაზე ოცნებობს. მეც იგივე
მინდა, მაგრამ ჯერ უნდა დავაკვირდე, რა ფორმას ავკრეფ უახლოესი სამი თვის განმავლობაში", - ამბობს ფრანგი მოცურავე.

მომავალი სეზონისთვის სრულფასოვან მზადებას მანოდუ ოქტომბერში ამერიკის ქალაქ ობერნში დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული