ტორპი ფორმაში ვერ შედის

AutoSharing Option
ჯერჯერობით წარუმატებელი გამოდგა დიდ სპორტში ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის იან ტორპის დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, სინგაპურში მსოფლიოს თასის ეტაპზე აიღო სტარტი. იქ მან ორ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა - 100 მეტრზე კომპლექსურში ფინალში გავიდა და მეშვიდე მივიდა ფინიშთან, 100 მეტრზე ბატერფლაიში კი მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და კვალიფიკაცია ვერ გადალახა.

ამის შემდეგ ტორპმა პეკინში გადაინაცვლა და მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე ანალოგიურ გაცურვებში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ უფრო უარესი შედეგები აჩვენა. ავსტრალიელი ვერც ერთ ფინალში ვერ გავიდა. გუშინ
ის 100 მეტრზე ბატერფლაის ნახევარფინალში მეხუთე მივიდა ფინიშთან. ტორპმა გამარჯვებულთან - იაპონელ კოსუკე ჰაგინოსთან ორ წამზე მეტი წააგო.

ამ კვირას იანი ტოკიოს ეტაპზეც აპირებს გამოსვლას. "თუ იაპონიაშიც ვერ შევძელი უკეთესი შედეგის ჩვენება, ეს ძალიან გამაწბილებს. ამ მომენტისთვის საკუთარი თავისგან უფრო სწრაფ დროს ველოდი", - განაცხადა "ტორპედომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული