ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი ქმარმა სისხლით სავსე სააბაზანოში იპოვა

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკელმა მოცურავემ ამანდა ბირდმა აღიარა, რომ დეპრესიის დროს თვითმკვლელობა სცადა.

ეს აღიარება ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკუთარ წიგნში ("In the Water They Cant See You Cry") დაწერა. ამ აღიარების გარდა, ავტობიოგრაფიულ წიგნში კიდევ რამდენიმე სენსაციური ცნობაა მოცურავის შესახებ.

ცნობილი მოცურავე წიგნში ყვება, რომ 2007 წელს ქმარმა ის სისხლით სავსე სააბაზანოში იპოვა. მაშინ ბირდმა ვენები გადაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ მომხიბვლელი ამერიკელი მოცურავე ეროტიკული პრესის ფურცლებზე მუდმივად ჩნდებოდა და მისი შემხედვარე ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ მშვენიერ ქალბატონს დეპრესია და სუიციდური ფიქრები სტანჯავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული