მაიკლ ფელპსის ლოკალური რეკორდი

AutoSharing Option
14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა აშშ-ის ქალაქ ოსტინში 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში პირველი დრო აჩვენა - 1.54,59. ეს შედეგი ოსტინის აუზის რეკორდი გახლავთ.

სწორედ ამ არენაზე 2001 წელს ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ 15 წლის ასაკში დაამყარა თავისი პირველი მსოფლიო რეკორდი - 1.54,92.

"ეს ჩემთვის გამორჩეული აუზია. თუ 200 მეტრ ბატერფლაის არ ჩავთვლით, მთელი უქმეების განმავლობაში მაღალ შედეგებს ვერ ვაჩვენებდი. იმედია, ვარჯიშებზე ხარვეზებს გამოვასწორებთ და ყველა დისციპლინაში ისევე ვიქნები მზად, როგორც ბატერფლაიში", - აღნიშნა ფელპსმა.

უფრო ადრე, ამავე ტურნირზე მაიკლმა პირველი
ადგილი დაიკავა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში და მეორე იყო 100 მეტრზე თავისუფალი სტილით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული