ხუთი მედალით მსოფლიოდან

AutoSharing Option
ქართველმა კარატისტებმა ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელეს.

ამჯერად უკრაინაში რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე, კონტაქტურ კარატეში ჩვენი ქვეყანა საქართველოს გოჯუ-რიუ კარატეს ფედერაციამ წარმოადგინა.

ჩემპიონატამდე გუნდმა ურეკის საწვრთნელი შეკრება გაიარა და კარგ შედეგებსაც შეგვპირდნენ, რაზედაც "ლელოც" წერდა. ახალ წარმატებებზე ოდესიდან დაბრუნებული საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა ცენტრის პრეზიდენტი ლევან როგავა გვესაუბრა.

- მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი გოჯუ რიუს წესებით და WUKF კარატეს მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა მსოფლიოს წამყვანი ოცი ქყეყნის ეოვნული ნაკრების მონაწილეობით. ამ მეტად პრესტიჟულ ასპარეზობაზე ჩვენი ეროვნული ნაკრები სულ ექვსი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მიღწევები
საამაყოა:

ვახტანგ კირკიტაძემ ოქრო მოიპოვა კუმიტეში, ალექსანდრე ჯაფარიძემ მეორე ადგილი კუმიტეში დაიკავა, კატაში კი მესამე იყო, ჯაბა ხარჩილავამ (წალენჯიხა) ერთი ბრინჯაო მოიპოვა კუმიტეში, დათო ანთიამაც (ზუგდიდი) მესამე ადგილო დაიკავა ასევე კუმიტეში. მოხდა ისე რომ, სურენ ვართანიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თანაგუნდელს, ჯაბა ხარჩილავას შეხვდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ შედეგებით, ამის შემდეგ კი მეტს მოვითხოვ ნაკრებისგან. ვახტანგ კირკიტაძის დაფინანსებისთვის ურეკის სასტუმრო "ლიზის" და მის დირექტორს, ბატონ გოჩა დვალიშვილს მადლობა მინდა გადავუხადოGგვითხრა ლევანმა.

- რით იყო ეს ჩემპიონატი განსხვავებული?
- იმით, რომ თითქმის 40 პროცენტი ძიუდოისტი ასპარეზობდა. ძალიან აინტერესებდათ საკუთარი თავის გამოცდა კარატეს ტატამზე. კონტაქტური კარატეს ამ ვერსიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას შეუძლია მონაწილეობა და სწორედ ამითაა საინტერესო, აზარტული, სანახაობრივი და ურთულესი მოსაგებად. ამ ვერსიის ჩემპიონატზე დასაშვებია ჭიდაობა, კონტაქტი თავში - ხელით და ფეხით, იდაყვით და მუხლით.

- მსაჯობაში მიკერძოება ხომ არდაფიქსირებულა?
- საბედნიეროდ და ორგანიზატორების საამაყოდ - არა. ობიეტური იყო, მსაჯობაც და კენჭისყრაც. ჩვენდა სასიხარულოდ იქაც გამოგვიჩნდა აქედან წასული ქართველი ძიუდოისტი, ამირან ცისკარაძე, რომელიც უკრაინის გოჯუ რიუს ეროვნულ ნაკრებს და ძიუდოისტებს ავარჯიშებს. ამავე დროს ის მსოფლიოს ამ ჩემპიონატის პრომოუტერიც იყო.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- სწორედ ბატონმა ამირანმა გვიმეგზურა ამ ჩემპიონატზე და მანვე შემოგვთავაზა, რომ გაისად საქართველოში ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში. ამ თემაზე მე და ბატონმა ამირანმა, აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატის მერე მაღალჩინოსანთათან, ვალერი კუსისთან ერთად ვისაუბრეთ და იგი თანახმაა, გოჯუ-რიუს წესებით ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს საქართველოში. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ოქტაგონის (ბრძოლა წესების გარეშე) ჩატარებს თბილისში, სადაც ოთხი პროფესიონალი უკრაინელი მებრძოლი დაუპირისპირდება ასევე ოთხ ქართველს.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული