ფინალში მასპინძლებს ქართველმა კარატისტებმა აჯობეს

AutoSharing Option
კარატისტთა ნიუ იორკის (აშშ) ღია ჩემპიონატში ერთმანეთს საპრიზო ადგილებს 15 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ .

კუმიტეში შესანიშნავად იასპარეზა დავით ტყებუჩავამ, რომელმაც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს გუნდურ პირველობაშიც: დავით ჯაფარიძემ, გიორგი მაჩაბელმა, ანტონ ჯღამაძემ, დავით ტყებუჩავამ და კაპიტონ ჯანაშიამ დაუმარცხებლად მიიყვანეს თავიანთი გუნდი ფინალამდე, იქ კი მასპინძელთა ნაკრებს სძლიეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"