ქართველი კარატისტები თურქეთიდან ოქრო-ვერცხლის დიდი ნადავლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ამ დღეებში სტამბულმა კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შინ ოქრო-ვერცხლის დიდი ნადავლით დაბრუნდა.

"ვინაიდან ჩემპიონატი ტარდებოდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და არ იყო ლიმიტირებული სპორტსმენების მონაწილეობა, საქართველოს დელეგაცია ასპარეზობაზე 90 სპორტსმენით წარსდგა. ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ პირველად მოხერხდა ქართველი მსაჯების ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატზე მიწვევა. სულ 10 მსაჯის დელეგირება შევძელით ამ ეტაპზე.

საქართველოში კარატეს პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ გულშემატკივრების მთელი არმია ჩამოვიდა სტამბულში. მათმა მხარდაჭერამ და სპორტსმენების კარგმა მომზადებამ განაპირობა
თვალსაჩინო წარმატება. გუნდურ კუმიტეში, 9-10 წლიანების ფინალში, ჩვენმა ნორჩმა მებრძოლებმა დიდი უპირატესობით რუსეთის გუნდს სძლიეს. 14-15 წლიანებში კი მეორე ადგილზე გავედით მასპინძლების შემდეგ. 16-17 წლებში კვლავ ჩვენმა გუნდმა იმარჯვა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასაკისა და წონით კატეგორიების მიხედვით პირველობა მოიპოვეს: ნიკა ხვედელიძემ, ალექსი ტყვაცირიამ, ალექსანდრე გალდავამ, ლუკა გლურჯიძემ, გიორგი ჯიქიამ (2 ოქრო), ნიკოლოზი ქობალიამ, გუგა ივანაშვილმა (2 ოქრო) გიორგი ჩხაიძემ, საბა გოგიძემ, გიორგი კეჭეხმაძემ, დავითი წილოსანმა, თორნიკე ცინცაძემ, მინდია კოტორაშვილმა, ალექსანდრე ჩაქსელიანმა, დავით ტყებუჩავამ და გურამ ზარიძემ. საერთო ჯამში ბავშვებში, უფროსებში და ვეტერანებში ჩვენს ანგარიშზეა 18 ოქროს, 19 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი.

ეს არის ბოლო წლების ნაყოფიერი მუაობის შედეგი, რომელიც სპორტის სამინისტროსთან ერთად და მისი ხელშეწყობით ხორცილედება. ჩვენი ნაკრები უახლოეს დღეებში საფრანგეთში გაემგზავრება. დეკემბრის ბოლომდე კი 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენების ტრადიციული დაჯილდოებაა დაგეგმილი - 10 კარატისტი დასახელდება, - განაცხადა სატმბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ".

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული