კახა ბასილიას მასტერკლასი ქუთაისელებისთვის

AutoSharing Option
კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მე-8 დანის მფლობელმა კახა ბასილიამ ქუთაისის N17 სპორტსკოლის დარბაზში ახალგაზრდა სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ჩაატარა ერთდღიანი საწვრთნელი სემინარი კარატეში, WKF-ის (კარატეს მსოფლიო ფედერაცია) ვერსიით.

"კარატეში საქართველოს ნაკრების 90% რეგიონების სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული. ვცდილობთ, რომ მათ ხშირად შევხვდეთ და ადგილობრივ სპორტსმენებს სტიმული მივცეთ; ადგილზევე გავეცნოთ მათ პრობლემებს.

მინიმუმ, თვეში ერთხელ ვაპირებთ სტუმრობას და კადრების მუშაობის შეფასებას
- აღნიშნა სემინარის შემდეგ კახა ბასილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული