გოჯუ რიუს ლეგენდარული ოსტატი თბილისს ესტუმრება

AutoSharing Option
საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ წინ წაიწია. 28-29 აპრილს რომში (იტალია) საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციამ პატარა, მაგრამ მაღალი კლასის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპორტული დელეგაცია წარადგინა საერთაშორისო სემინარებზე.

"სემინარი ჩაატარა კარატეს ერთ-ერთმა ლეგენდამ, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მეშვიდე დანის მფლობელმა ტეცუჯი ნაკამურამ. რომის სემინარებში ვმონაწილეობდით - მე, ინსტრუქტორი მათე კვარაცხელია და ჩემი სამი კარატეკა (მოსწავლე) გიორგი წულაია, ლევან დოლიძე და გიორგი მოდებაძე. ეს სემინარები ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით.

სენსეი ნაკამურასთან თუნდაც ერთი საათით სემინარზე
წვრთნა ერთი წლის ვარჯიშის ტოლფასია. ის ხომ თავად ოკინავური, ტრადიციული, ყველაზე ძირძველი კარატეს - გოჯუ რიუს ნამდვილი ლეგენდის, გრანდ-ოსტატის, მეათე დანის მფლობელის, სენსეი მორიო ჰიგაონას პირადი შეგირდია...

საყურადღებოა, რომ სენსეი ნაკამურა საქართველოს გოჯუ რიუს დონით კმაყოფილია და მოსწონს. ამიტომაც სენსეი გეგმიური სემინარებისთვის თბილისში 21 ივნისს გვესტუმრება სამი დღით. ამავე დროს, გამოცდებსაც ჩაიბარებს შავ ქამარზე - პირველი დანიდან და ზევით.

მანამდე, 6 მაისს, ვატარებთ საქართველოს ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში", - განაცხადა რომიდან დაბრუნებულმა საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორმა და პრეზიდენტმა ლევან როგავამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული