ქართველი კარატისტები სომხეთიდან დიდი ნადავლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ახლახან სომხეთის დედაქალაქმა კარატეს მეათე ტრადიციულ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა შოტოკან კარატეს საერთაშორისო ასოციაციის (I.S.K.A.) წესებით.

ერევნის ამ პრესტიჟულ ჩემპიონატზე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის კლუბებმა ამჯერადაც ისახელეს თავი. ჩემპიონატი ბავშვთა და მოზარდთა, ასევე, 18-წლამდელთა შორის გაიმართა.

ტრადიციულ ასპარეზობას ათი ქვეყანა სტუმრობდა და დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მაღალი კლასის აზარტულ-ხმაურიანმა ორთაბრძოლებმა განაპირობა.

ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია კლუბ "გეორგიას" ნაკრების დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენელი მამუკა კუზანაშვილი, რომელიც ერევნიდან დაბრუნებისთანავე შეუდგა კოლეგებთან და შეგირდებთან ერთად მომავალი ჩემპიონატებისთვის მზადებას.

კლუბ "გეორგიას" გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელები ზვიად ზვიადაური, გიორგი
ბოჭორიშვილი, მამუკა გელაძე და გიორგი ელიზბარაშვილი არ ემდურიან საკუთარ სპორტსმენებს, თუმცა უკეთესი სურდათ.

"ჩვენმა სპორტსმენებმა აშკარად დაჯაბნეს ჩემპიონატში ყველა მონაწილე ქვეყნის გუნდი და დამსახურებულ შედეგებსაც მივაღწიეთ. მეტოქეებთან აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა, რის გამოც თითქმის ყველა პირველი და საპრიზო ადგილი ჩვენ დავიკავეთ"
, - განაცხადა ერევნიდან დაბრუნებულმა ზვიად ზვიადაურმა.

გამარჯვებულები და პრიზიორები არიან: ლიზი ზვიადაური, ნიკა ჩხაპელია, ლუკა გლურჯიძე, ბექა ფადარაშვილი, გიორგი წულეისკირი, ნიკა ოქრიაშვილი, საბა მწყერაშვილი, ალექსანდრე ძიძიგური (ყველა - I ადგილი); ვალერი ნადირაშვილი, ანდრეი ტერვართანიანი, ტიმოთე დუგლაძე, ედემ უჩანეიშვილი, ნიკა მახარაშვილი, შალვა მღებრიშვილი, არჩილ ხატიაშვილი, ავთო გიუნაშვილი, ნათია გვილავა, გიორგი ასატურიანი, ზურა გიორგიძე (ყველა - II ადგილი); გოჩა ცირდავა, ლევან გაგუა, შოთა დანელია (სამივე - III ადგილი).

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ. გილოცავთ ეგრე გააგრძელეთ.
amiran shiosvili
16:52 12-11-2013
0

სიახლეები პოპულარული