მძლეოსნობა: ქრთამით ნაყიდი მასპინძლობა

AutoSharing Option
არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ყატარმა მძლეოსნობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

საგადასახადო ორგანოების მონაცემებით, ყატარის ეროვნულმა საინვესტიციო ფონდმა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის პაპე ლამინ დიაკის ვაჟს პაპე მასატე დიაკს 3.3 მილიონ ევრო გადაურიცხა, - წერს ფრაგული გაზეთი "ლე მონდი".

გადარიცხვა 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელდა და როგორც ვარაუდობენ, ეს იყო ქრთამი მძლეოსნობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მიღების სანაცვლოდ.

საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი პაპე ლამინ დიაკი და მისი იურისტი ჰაბიბ
სისე 2015 წლის ნოემბერში, კორუპციის ბრალდებით დააპატიმრეს.

პაპე მასატა დიაკი ცენტრალური ფიგურაა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კორუპციულ დაჯგუფებაში, აგრეთვე, ის მამასთან ერთად ეჭვმიტანილია რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისგან ქრთამის მიღებასა და რუსი ათლეტების დოპინგ-სინჯების დამალვაში.

ამ მომენტისთვის, უმცროსი დიაკი მართლმსაჯულებას სენეგალში ემალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
3.3 მილიონი მაგათთვის მზესუმზირის ფულია...
ქუთაისელი
09:50 22-11-2016
0

სიახლეები პოპულარული