გერმანიის 9-გზის ჩემპიონმა შვილი მოკლა და ხიდიდან გადახტა

AutoSharing Option
სპორტულ ტანვარჯიშში გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონმა იურგენ ბრიუმერმა სიცოცხლეს გამოასალმა თავისი 15 წლის პარალიზებული ვაჟი და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ წერს გაზეთი "ბილდი".

თავდაპირველად, პოლიციამ ბრიუმერის სიკვდილის შესახებ შეიტყო. ყოფილი ტანმოვარჯიშის გვამი შტუტგარტის გარეუბანში, ხიდის ქვემოთ აღმოაჩინეს. მისი ავტომობილი ხიდზე იდგა, რამაც მძღოლებს შორის ეჭვი გააჩინა და მათ პოლიციას გამოუძახეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა განაცხადა, რომ ბრიუმერი საკუთარი ნებით გადახტა ხიდიდან.

როცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ბრიუმერის სახლში მივიდნენ, იქ სპორტსმენის ვაჟის, საიმონის გვამი აღმოაჩინეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ბრიუმერმა შვილი დაახრჩო. ჯერჯერობით არაფერია
ცნობილი ტანმოვარჯიშის საქციელის მიზეზზე, თუმცა "ბილდი" აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა ბრიუმერის წინასასიკვდილო წერილი აღმოაჩინეს.

საიმონ ბრიუმერი ინვალიდი 2009 წელს გახდა, როცა მანქანა დაეჯახა. მას შემდეგ მოზარდს არ შეეძლო სიარული და ლაპარაკი.

იურგენ ბრიუმერი გასული საუკუნის 80-იან წლებში გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ტანმოვარჯიშე იყო. 1988 წელს ის სეულის ოლიმპიადაში მონაწილეობდა, მაგრამ იქ მედალი ვერ აიღო. 1997 წელს ბრიუმერმა სპორტული მედიცინის კლინიკა გახსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული