ლენს არმსტრონგი და ისევ ტყუილი

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ველომრბოლელი, დოპინგის მიღებისთვის სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ლენს არმსტრონგი კიდევ ერთ ტყუილში ამხილეს. როგორც ირკვევა, ლენსი საკუთარი ავტომობილით ავარიაში მოხვდა და პოლიციის მისვლამდე დატოვა შემთხვევის ადგილი, თან მეგობარ გოგონას სთხოვა - ბრალი საკუთარი თავზე აეღო.

ინციდენტი 2014 წლის 28 დეკემბერს მოხდა კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში. არმსტრონგი წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. ყოფილმა ველომრბოლელმა თოვლიან გზაზე ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდგომი ორი ავტომობილი დააზიანა. ამის შემდეგ ლენსი ავარიის ადგილი
დან მიიმალა, მანამდე კი თავის მეგობარ ანა ჰანსენს სთხოვა, ინციდენტის ადგილას მისულიყო და პოლიციისთვის განეცხადებინა, რომ სწორედ ის მოხვდა ავარიაში.

ჰანსენიც დათანხმდა, რადგან წყვილს სურდა, ეს ინციდენტი პრესაში არ გახმაურებულიყო, თუმცა მოგვიანებით ქალმა ყველაფერი აღიარა.

"ბოლო წლებში არმსტრონგის სახელი მუდმივად ჩნდებოდა მსოფლიოს ყველა გამოცემაში. ჩვენ შვილი გვყავს და მე უბრალოდ, მინდოდა დამეცვა ოჯახი მოსალოდნელი სკანდალისგან, - განაცხადა ანა ჰანსენმა. - მაშინ გავიფიქრე - თუ ანა ჰანსენი დააზიანებს ორ მანქანას, ეს არ მოხვდება გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ თუ ამას ლენს არმსტრონგი გააკეთებს, ისტორიას მთელი მსოფლიო გაიგებს".

საბოლოოდ, ანას ყველა ბრალდება მოუხსნეს, არმსტრონგს კი 90-დღიანი პატიმრობა ელის სიჩქარის გადაჭარბებისთვისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული