სხვადასხვა

ოლიმპიზმი

თბილისი 2015: ქართველი კალათბურთელები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, კალათბურთში A ჯგუფის მესამე თამაშში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:74 დამარცხდა.

მასპინძლებიდან გამორჩეული იყო გიორგი ბითაძე, რომელმაც 14 მოხსნით და 21 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია ბერდია ქავთარაძის თამაში, მას 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების აშკარა ლიდერი ჯანან მუსა იყო, მან 30 ქულის ჩაგდება მოახერხა, 11 ბურთი მოხსნა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

ბოსნიელებს უკვე ორი მოგება აქვთ და შესაბამისად, ნახევარფინალში ადგილი გაინაღდეს. შემდეგ მატჩს კი 29 ივლისს, თურქეთთან გამართავენ.

საქართველოს ჯგუფში
1 წაგება და 1 მოგება აქვს და 29 ივლისს, ლატვიის ნაკრებთან მატჩში გადაწყდება, თუ რომელ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.