რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა

AutoSharing Option
9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე 1/32-ფინალში ანგარიშით 1:7 დამარცხდა უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვასთან და გამოეთიშა თამაშებს.

ქართველმა მეტოქეს თავიდან მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა გაუმართა და პირველი სეტი ფრედ, 25:25 დასრულდა, თუმცა წააგო მომდევნოები: 24:25; 24:27 და 27:28.

ჩვენი დანარჩენი მონაწილეები ხვალ, 10 აგვისტოს იასპარეზებენ: იულია ლობჟანიძე თბილისის დროით 17:57 საათზე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ქრისტინე ესებუა კი 23:57-ზე ინდოელ დეეპიკა კუმარის გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს შესანიშნავ მშვილდოსან ქალებს! მათი გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი აუცილებლად უნდა გადაეცეს მომავალი თაობის მშვილდოსან ჩემპიონებს. ამ ქალბატონების მიერ ჩამოყალიბებული მშვილდოსნობის ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.
ლუკა
07:17 10-08-2016
0
გაუჭირდებოდა
ბაბაია
20:49 09-08-2016
0

სიახლეები პოპულარული