რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, მშვილდოსანთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში წარუმატებლად იასპარეზა ქრისტინე ესებუამ.

თბილისის დროით 11 აგვისტოს ღამით გამართულ პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ქართველი მშვილდოსანი ინდოელ დიპიკა კუმარისთან დამარცხდა - 4:6 (26:27, 29:29, 27:30, 29:27, 29:29).

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ასევე 1/32-ფინალში, ამავე ანგარიშით დამარცხდა იულია ლობჟანიძე, რომელსაც მეტოქედ მექსიკელი ალეხანდრა ვალენსია ჰყავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული