საქართველოს ყოფილი პარლამენტარი: მესი, ფაქტობრივად, სომეხია

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვან ბაიბურთმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

- რაკი ხალისი ახსენეთ, ერთი ამბავი უნდა გაგახსენოთ. თქვენ რამდენიმე წლის წინ გვითხარით, რომ რონალდინიოს ბიცოლა არგენტინელი სომეხია და რონალდინიოს ძალიან უყვარს მისი მომზადებული ტოლმა. ეს გამონათქვამები დღემდე პოპულარულია, ჰოდა, ბიცოლას გვარს ხომ ვერ გვეტყვით?
- ბიცოლას გვარი არ ვიცი, მაგრამ ახალ ამბავს გეტყვით. რონალდინიოს ძმიშვილი სომეხს გაჰყვა ცოლად. სიძე ახალქალაქიდან არის წარმოშობით.. როგორც ამბობენ, პატარძალი ცოტა შავტუხაა.
არა უშავს, არც სიძე არ არის თეთრი.

როგორც მეუბნებიან, დიდი ქორწილი გადაიხადეს და მას კიმ კარდაშიანიც ესწრებოდა. ისიც მითხრეს, რომ მათ შეუღლებაში კარდაშიანის თითიც ურევია. ისე, ნუ გიკვირთ ხოლმე, რომ ცნობილებს სომხებთან ნათესაური კავშირი აქვთ. სომხები მთელ მსოფლიოში არიან მოდებულნი. შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვარსკვლავის ბიცოლა იყოს სომეხი.

სხვათა შორის, წლების წინ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში 2 სომეხი თამაშობდა. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არც ვარსკვლავები გვაკლია. არ გამიკვირდება, სხვა ვარსკვლავებსაც რომ ჰქონდეთ სომხური ფესვები.

- მაგალითად, ვის შეიძლება ჰქონდეს სომხური ფესვი?
- ძალიან მინდა ასეთი კავშირები მესისთან ვიპოვო, მაგრამ არაფერი გამომდის. მესი სომხურად არაფერს ნიშნავს.

- არც მისი სახელი გეუბნებათ არაფერს?
- რა ჰქვია ამ მესის? მითხარით და ვნახოთ.

- ლიონელი.

- ეს უკვე საინტერესოა. ლიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეტყობა, ამ მესის მამას რაღაც კავშირი აქვს აქაურობასთან და ამიტომაც დაარქვა შვილს ასეთი სახელი. მესიც, ფაქტობრივად, სომეხია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ "ახალ თაობას", რომ ასეთი ვარსკვლავი გვაჩუქეთ სომხებს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა გაზეთ "ახალი თაობის" პირველი მარტის გამოშვებაში შეგიძლიათ იხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 34 /
Vex kaco Leo nagdi somexia ver xedavt rogor atyuebs xalxs?
nika
09:28 31-03-2016
0
მესი სინამდვილეში ლევონ მოვსესიანია ალბათ
ნიკოლოზ
19:06 29-03-2016
0

სიახლეები პოპულარული