ბაქოს საჭადრაკო ფესტივალში შვიდი ქართველი მონაწილეობს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო დიდი საჭადრაკო ფესტივალი, რომლის საერთო საპრიზო ფონდია 50.000 დოლარი.

A ტურნირის გამარჯვებული 10.000 დოლარით დაჯილდოვდება. მეორე-მეხუთეადგილოსნებს, შესაბამისად, 6000-4000-2000 და 1.500 დოლარი გადაეცემა. სულ ფულად პრიზებს 30 საუკეთესო მოჭადრაკე დაიმსახურებს.

შეჯიბრებაში 7 ქართველიც მონაწილეობს: ორი ტურის შემდეგ მათი მონაგარი ასეთია: კონსტანტინე შანავა - 1,5, გაიოზ ნიგალიძე - 1, მიხეილ მჭედლიშვილი - 1, ლევან ფანცულაია - 1, დავით მაღალაშვილი - 1, მერაბ გაგუნაშვილი - 0,5, ლელა ჯავახიშვილი - 0.

20 სექტემბერს გამართული მე-2 ტურის შეხვედრათა შედეგები:
ემილ სუტოვსკი -
გაიოზ ნიგალიძე 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი - ავიტალ ბორუჩოვსკი 0,5:0,5, ქანან იზათი - ლევან ფანცულაია 0,5:0,5, მერაბ გაგუნაშვილი - ნოამან ომარი 0:1, სტანისლავ მიხეევი - კონსტანტინე შანავა 0:1, დავით მაღალაშვილი - ამინ ნასრი 1:0, ლელა ჯავახიშვილი - ნარგიზ უმუდოვა 0:1.

შეჯიბრების რეიტინგფავორიტია ევგენი ალექსეევი (რუსეთი, 21710). მომდევნო ოთხ ადგილზე მოდიან ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2668), სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი, 2664), ილია სმირინი (ისრაელი, 2663), ზახარ ეფიმენკო (უკრაინა, 2661).

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ 7 მოჭადრაკე დაწინაურდა. მათ შორის არც ერთი ჩვენებური არ არის. 21 სექტემბერს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული