ვენის სასამართლომ პეტერ ზაიზენბახერზე ძებნა მთელ მსოფლიოში გამოაცხადა

AutoSharing Option
ვენის სასამართლომ ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, პეტერ ზაიზენბახერზე, რომელიც წარსულში მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში მუშაობდა, ძებნა მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. ამის შესახებ kurier.at იუწყება.

ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა, გამოძიება კი სამი წელი მიმდინარეობდა.

1980-იან წლებში წარმატებული სპორტსმენი ბოლო დროს აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, თუმცა 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სასამართლოში არ გამოცხადებულა. 56 წლის
ზაიზენბახერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, ავსტრიულ მედიაში კი არ გამორიცხავენ, რომ ცნობილმა ძუდოისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

- ეჭვობენ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თავი მოიკლა
- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ბრალდება

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა. პეტერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული