სუნთქვის პრობლემა - რუსტამ ორუჯოვმა ლაშა შავდათუაშვილის სისუსტეზე ისაუბრა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ძიუდოიუსტთა ნაკრების წევრმა რუსტამ ორუჯოვმა (-73 კგ), რომელმაც ახლახან ბაქოში გამართულ "გრან სლემზე" ლაშა შავდათუაშვილს ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო, ქართველ ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონზე საიტ azerisport.com-თან მის სუსტ მხარეზე ისაუბრა.

- ბაქოს გრან სლემი: ბოლო დღის აკორდი - ქართველების 1 ოქრო და 3 ბრინჯაო [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ ლაშასთვის ორუჯოვი ძალზე უხერხული მეტოქეა - მასთან ზედიზედ რვა შეხვედრა აქვს წაგებული.

- ჩემს მეტოქეს (შავდათუაშვილს) განსაკუთრებული წარდგენა არც სჭირდება - ის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, რიოს ბრინჯაოსპრიზიორი და ევროპის ჩემპიონია.

მას აქამდეც
არაერთხელ შევხვედრივარ და ერთმანეთის ჭიდაობასაც კარგად ვიცნობდით. ლაშასთან რთული შეხვედრა მელოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ზოგჯერ სუნთქვა უჭირს და ამიტომ ველოდი, როდის დაუშვებდა ქართველი შეცდომას. დამატებით დროში შევძელი კიდეც ჩემი შანსის გამოყენება.

- ანუ ეს გამარჯვება შედეგი იყო კარგად გაწერილი ტაქტიკის?
- რა თქმა უნდა. არ მინდოდა, გამერისკა. ვიცოდი, რომ როდესაც შავდათუაშვილი დაიღლებოდა, გაცილებით დიდ უპირატესობას მივიღებდი. როდესაც შევებით, გამარჯვების შანსები თანაბარი იყო - 50/50-ზე, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებოდით "ოქროს ქულას", ჩემი შანსები უფრო იზრდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული