ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს

AutoSharing Option
ძიუდოისტთა "დიდ პრიზს", რომელიც 25 მარტს იწყება თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში, მასპინძელ ვაჟთა ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება. ბოლო მომენტში გუნდს ერთბაშად სამი ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი გამოაკლდა: გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100) და ლევან მატიაშვილი (+100).

მსხალაძის გამოკლების მიზეზი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სასჯელია, რომელმაც ქართველ ფალავანს ევროპის ჩემპიონატამდე აუკრძალა ძიუდოს საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, თუშიშვილსა და მატიაშვილს კი ადგილობრივი საჯარიმო სანქციები დაეკისრათ დისციპლინის დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, რომ მსხალაძემ პრაღაში, ევროპის "ღია კონტინენტურ თასზე" წაგების შემდეგ ხელი არ
ჩამოართვა მეტოქეს, იტალიელ ჯულიანო ლოპორკიოს.

თბილისის ტურნირზე მათ ნაცვლად 100-ში საქართველოს ჩემპიონი ლაშა გურული, ვიცე-ჩემპიონი ჯაბა მუმლაძე, ხოლო მძიმეში ვახტანგ ოქრუაშვილი იჭიდავებენ.

"მსხალაძეს ჩეხეთის ტურნირზე მომხდარი ინციდენტის გამო საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა ევროპის ჩემპიონატამდე. მისთვის სასჯელის მინიჭების ხარისხი სწორედ ევროპის პირველობაზე განიხილება, მანამდე კი აუკრძალა მათი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ჩვენ ვთხოვეთ ვითარების შემსუბუქება, მაგრამ ძალიან მკაცრად უდგებიან ამ საკითხს.

რაც შეეხება დანარჩენს ორს, შეჯიბრებამდე ორი დღით ადრე ჩემთან მოვიდნენ მწვრთნელები და მითხრეს, რომ მათ შეკრებაზე დაარღვიეს დისციპლინა. მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ისინი ამ ფორმით დაისაჯონ - არ აჭიდაონ, მომავალში კი მათთან დაკავშირებით აღმასკომზე ვიმსჯელებთ, სადაც მოვისმენთ სპორტსმენების, მწვრთნელების პოზიციას და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ", - განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პოლიტიკური ზეწოლაა! მსხალაძე ოპოზიციური პარტიის წევრობის გამო დასაჯეს; ალბათ ბიძინამ ჩააწყო - არადა ოლიმპიური ოქრო ჯიბეში ედოთ მსხალაძე–ალასანიას
ხაბაზი– მალაშხია–შუბლაძე და პეტრიაშვილი
08:28 25-03-2016
0
მსხალაძეს რაღად უნდა ძიუდო, პოლიტიკაში წავიდა კაცი. იმედი მაქვს საერთოდ ჩამოშორდება და აღარ მოგვიწევს მაგის ტანჯულაობის ყურება.
fraternity
17:37 24-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული