ირაკლი უზნაძე: მატიაშვილი და თუშიშვილი სრულ მზადყოფნაში არ იმყოფებიან

AutoSharing Option
ძიუდოისტთა "დიდ პრიზს", რომელიც ხვალ, 25 მარტს იწყება თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში, მასპინძელ ვაჟთა ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება. ბოლო მომენტში გუნდს ერთბაშად სამი ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი გამოაკლდა: გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100) და ლევან მატიაშვილი (+100).

ალექსანდრე მსხალაძეს დისკვალიფიკაცია აქვს, გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმა კი, როგორც დღეს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, დისციპლინა დაარღვიეს და ამის გამო ნაკრებს გამოაკლდნენ. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე სპორტსმენი ვარჯიშზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რის გამოც
მწვრთნელებმა ტურნირიდან მათი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ინფორმაციის გადამოწმება ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ვცადეთ.

"ბიჭებს არანაირი დისციპლინა არ დაურღვევიათ, უბრალოდ, მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ორივე სპორტსმენი ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში არ არიან", - გვითხრა უზნაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა უბედურებაა ეს სირაქლემას პოზები. არაა საჭირო არანაირი შერბილება. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი.. აბა, ფედერაციის პრეზიდენტი იძახის-დისციპლინა დაარღვიეს და აღმასკომზე გაგვაქვს მათი საკითხიო და უზნაძე კიდევ-ფორმაში არ იყვნენო. საერთოდ თუ იცის, ფორმაში არყოფნა რას ნიშნავს? ეჭვი მეპარება.
el ninio
19:52 25-03-2016
0
თუშიშვილისთვის ეს მეორე (ოფიცილაურად) შემთხვევაა! თუ სვამს, უთავმოყვარეო და ლოთია, ძიუდოში რა უნდა?! მაგას "ჩინური" გაფრთხილებები ვერ უშველის
0

სიახლეები პოპულარული