დღის კარიკატურა: ოქროები გორიდან

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ორივე გორელმა ახალგაზრდამ, ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიგო.

გორი და ვაშლი გასაგებია, რა შუაშია კარიკატურაზე გამოსახული ცხვარი და კარტოფილის ტომარა? - იკითხავთ. საქმე ისაა, რომ პეტრიაშვილმა ფინალში დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე, გვარად ბარანი (ქართულად, "ცხვარი") - 11:0, ხოლო ხინჩეგაშვილმა ფინალში 6:1 სძლია ბელორუს კალიეუს.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ოქროებს გემო გავუსინჯეთ. საინტერესოა, რა გემოსია ოლიმპიური ოქროები. ეს ჩვენზე მეტად სწორედ გენოსა და ლადოს აინტერესებთ...

- პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა
სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]

- ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ კობლიაშვილმა დათმო ფინალი, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა, ხოლო ის, ვისთანაც წააგო, მასზე უფროსი და გამოცდილი სპორტსმენია, შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის მედალოსანი, სხვა დროს ევროპაზე ოქრო და ბრინჯაოც აქვს. ასე რომ, ჯერ გაერკვიეთ და მერე იგინეთ!
qartveli-ს
17:57 16-03-2016
0
სამივე სინჯის მედალი აიღეს კლასიკოსებმა და ამას ჩავარდნა ქვია? ...
kako
11:44 16-03-2016
0

სიახლეები პოპულარული