ბაქოს ტურნირი: ვინ მოიგებს აზერბაიჯანულ თასს?

AutoSharing Option
13-16 აპრილს ბაქოში დიდი საერთაშორისო ტურნირი - "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი" იწყება ორივე სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, რომელშიც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრებაში თავდაპირველად ჭაბუკები ჩაებმებიან - ჯერ "ბერძენ-რომაელები", შემდეგ - თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ამათ კი ახალგაზრდების ტურნირი მოჰყვება. ჩვენები ბაქოშიც ამ განრიგის მიხედვით მიემგზავრებიან, ანუ თავდაპირველად ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკები მიდიან.

ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქორიძემ იქ წასაყვანად 17 შეგირდი შეარჩია, რომლებსაც უახლოესი დიდი სტარტებისთვის შესარჩევად კიდევ ერთხელ გამოსცდის. თუმცა დანაკლისი მაინც აქვს - ტრავმის გამო ვერ
ჭიდაობს 85 კილოგრამის ლიდერი ლუკა ხუციშვილი.

ამ გუნდში რამდენიმე საინტერესო მოზარდია, თუმცა თქვენს ყურადღებას ერთზე შევაჩერებთ. ესაა სამტრედიელი მძიმეწონოსანი ელგუჯა ბალანჩივაძე, ვინც აქამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო, ახლა კი ბერძნულ-რომაულში ცდის ძალებს. საქმე ისაა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე დამარცხდა, მესამეზე გავიდა, ამის შემდეგ კი "ბერძენ-რომაელებში" სცადა ბედი და ჩემპიონი გახდა.

ცოტა განსხვავებული ამოცანა აქვს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კვინიკაძეს და მას უფრო მეტი შეგირდი - 25 კანდიდატი მიჰყავს. საქმე ისაა, რომ ჭაბუკებში მორიგი ექსპერიმენტი ტარდება და იცვლება ჩატარების შეჯიბრების წესი - წინა დღის საღამოს ნაცვლად აწონვა დილით გაიმართება და სწორედ ამიტომ ახლა ყველა კანდიდატს ცდის. მით უფრო, ბევრ მათგანს ზედა წონაში მოუწევს ასპარეზობა.

ბაქოს სპორტის სასახლეში 13-ში ჭაბუკი "ბერძენ-რომაელები" იჭიდავებენ. ისინი დღეს გაემგზავრებიან მეზობელ ქვეყანაში, "თავისუფლები" კი ხვალ წავლენ, რადგან 14-ში ჭიდაობენ.

ბერძნულ-რომაული ნაკრები
42 კგ. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)
46 კგ. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)
50 კგ. ლუკა ოჩიგავა (სენაკი)
54 კგ. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი), ბექა გურული (რუსთავი)
58 კგ. ხვიჩა ანანიძე (ხულო), გიორგი შოთაძე (ლაჩხუთი), გიორგი პერტაია (თბილისი)
63 კგ. ოთარ აბულაძე (ხულო), ბექა ბეშიძე (სართიჭალა)
69 კგ. დავით სოლოღაშვილი (მარტყოფი), გიორგი ნოზაძე (თბილისი), ომარ სირაძე (ოზურგეთი)
76 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (ნორიო), ლუკა ზაქარიაძე (ოზურგეთი)
85 კგ. ჯემალ ვაშაკიძე (თბილისი)
100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია), ელგუჯა სილაგაძე (თბილისი).

თავისუფალი ჭიდაობა
42 კგ. იგორ ბერიძე (აჭარა), ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე)
46 კგ. გიორგი ჭოლაძე (აჭარა), გიორგი გეგელაშვილი (გორი)
50 კგ. ნიკა მახარაძე (აჭარა), დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)
54 კგ. თამაზ შავაძე (აჭარა), ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
58 კგ. გიგი ბლიაძე, ავთანდილ გოდელაშვილი (ორივე - ხაშური), თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
63 კგ. ლუკა მარიამიძე (თბილისი), გიორგი ელბაქიძე, სანდრო სარდანაშვილი (ორივე - ამბროლაური), ოთარ ბაგაური (საჩხერე)
69 კგ. გიორგი მუზაშვილი (გორი), ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი)
76 კგ. ლაშა ბაირამოვი (ქარელი), გიორგი ჩანქსელიანი (ხონი), აკაკი გოგსაძე (ამბროლაური)
85 კგ. დავით ქოჩქიანი (თბილისი), გიგი გოგობერიშვილი (ამბროლაური)
100 კგ. ჭაბუკი გამყრელიძე (ამბროლაური), გიორგი შარვაშიძე (რუსთავი), სოლომონ მანაშვილი (თბილისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული