ფიგურული სრიალის ქართველ მოცეკვავეებს სოჭამდე 1.1 ქულა არ ეყოთ

AutoSharing Option
გერმანულ ობერსტდორფში დამთავრდა ფიგურულად მოციგურავეთა სალიცენზიო ტურნირი, რომელშიც ქართველებიც მონაწილეობდნენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოდნენ მოცეკვავეები - ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-13 ადგილზე იყვნენ, თუმცა ზამთრის თამაშებზე წამსვლელთა ხუთეულს მცირედით ჩამორჩებოდნენ.

ჩვენმა დუეტმა თავისუფალი პროგრამით უკეთ იასპარეზა (X ადგილი), მაგრამ საბოლოოდ (118.66) ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად: მეხუთე საგზურის მფლობელ ესპანელებს - სარა პურტადოსა და ადრია დიასს 1.10 ქულით ჩამორჩნენ.

ესპანელების გარდა,
სოჭში გაემგზავრებიან: ქსინთონ ჰუანი, ქსუნ ჟენი (ჩინეთი, 133.90), ალისია აგაფონოვა, ალპერ უჩარი (თურქეთი, 127.53), დანიელე ობრაინი, გრეგორი მერიმანი (ავსტრალია, 127.20), ქეით რიდი, კრის რიდი (იაპონია, 126.97). ოლიმპიადის დანარჩენი 19 მონაწილე წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაასახელა.

ობერსტდორფის ტურნირზე პირველ-მესამე ადგილებზე გავიდნენ მედისონ ჰაბლი, ზოჰარი დონაჰიუ (აშშ. 147.11), ქსენია მონკო, კირილ ხალიავინი (რუსეთი, 142.14) და ალექსანდრა პაული, მიჩელ ისლამი (კანადა, 141.99).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული