ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]

AutoSharing Option
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელმა ელენე გედევანიშვილმა ფოტოსესია გამართა იაპონელ პროდიუსერ კაზუმოტო ოჰნოს და ნიუიორკელ ფოტოგრაფ გიონთან თანამშრომლობით.

გთავაზობთ ელენეს ფოტოებს, რომლებიც მაკიაჟის ცნობილი სპეციალისტის, ლეენა ვადერას საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მოციგურავე ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს. აქამდე მან ორჯერ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში და მე-10 და მე-14 ადგილებს დასჯერდა.

ელენე გედევანიშვილის ყველაზე დიდი მიღწევა ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვებაა (2010, 2012). ასეთი რამისთვის კი ზამთრის სახეობებში სხვა ქართველ სპორტსმენს არ
მიუღწევია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ადამიანები ცოტა ცნობილები რომ ხდეებიან , მერე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტანსაცმელი უჭერთ
magnolia
13:25 15-10-2013
0
მადლობთ ფოტოსთვის გავსკდი *** მიყვარს ტანმოკლე სირინოზები
mususi
11:55 15-10-2013
0

სიახლეები პოპულარული