#ვითიბისპორტი

ტანვარჯიში

ტანვარჯიშის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წელს საქართველოში ჩატარდება

AutoSharing Option
მიმდინარე წელს საქართველო ტანვარჯიშში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირსა და ღონისძიებას უმასპინძლებს.

გთავაზობთ ამ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციამ მოგვაწოდა.

1-7 ივლისი
თბილისში მხატვრულ ტანვარჯიშში ''ნელი სალაძის თასი'' ჩატარდება.

10-14 აგვისტო
თბილისში სპორტულ აკრობატიკაში საერთაშორისო ტურნირი "გურგენიძის აკრო თასი" გაიმართება.

17-19 აგვისტო
ბათუმი ბატუტის ხტომაში საერთაშორისო ტურნირს "აჭარის ღია თასი" უმასპინძლებს.

2-7 სექტემბერი
თბილისში სპორტულ ტანვარჯიშში რ. სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

23-28 ოქტომბერი
საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება ასევე საერთაშორისო ტურნირი ''ვითიბის თასი".

24-26 ნოემბერი
ბათუმში მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი ''ლუბოვ ორლოვას
თასი'' ჩატარდება.

გარდა ამისა, 28 აგვისტო-1 სექტემბერს თბილისი ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო და აღმასრულებელი საბჭოების სხდომას უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ტანვარჯიშის და ზოგადად, სპორტის მასობრიობის განვითარებისთვის.


Sportall.Ge