ჭიდაობა
ძიუდო
10:41 11-08-2022
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს
AutoSharing Option
Yes
No
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ტურნირი 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ასპარეზობის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი მედალი - ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
-60კგ-ში ვერცხლის მერდალი გიორგი სარდალიშვილმა, ხოლო ამავე წონაში ბრინჯაო თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვეს.
ავტორი :
ლაშა ბეგიაშვილი