4 მედლის შანსი - თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

AutoSharing Option
თბილისის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 14 სპორტსმენით წარსდგა, მათგან კი ფინალურ ბლოკში ოთხ ძიუდოისტს ვიხილავთ.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, გურამმა მეოთხედფინალში სლოვაკი ფიზელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ ყაზიბაიევს სძლია, ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის საბა ინანეიშვილი იბრძოლებს, მან ყაზახ კრიკბაისა და გერმანელ კონეს აჯობა, თუმცა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონსა და თბილისის გრანდ-სლემის მოქმედ გამარჯვებულს ლაშა ბექაურსაც ვიხილავთ. მან ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარი დაამარცხა მერვედფინალში ამერიკელ ჯონს სძლია,
ლაშამ მეოთხედფინალში რუმინელი კრეტი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბერძენი ცელიდისი დაამარცხა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მიხეილ ჯაფარიძემ ჯერ წონის პირველი ნომერი კანადელი რეისი დაამარცხა, შემდეგ ყაზახი ბოზბაევს აჯობა, ნახევარფინალში კი ესპანეთის მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული