U23. ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 12 ნოემბერს, ბუქარესტში 23 წლამდე მოჭიდავეთა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ.

წურწუმიამ მეოთხედფინალში ბულგარელი ნედიალკო პეტროვი 4-1, ხოლო ნახევარფინალში ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი 2:1 დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს შეხვდება.

პატარიძემ რუსეთის წარმომადგენელს ნოჰჩო ლაბაზანოვს 5:1, ფინელ იოჰანეს მაენპაეას კი 8:0 სძლია და გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ ოსმან ილდირიმს ეჭიდავება. ის თავის კარიერაში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ფინალები 13 ნოემბერს, 20:00 საათიდან დაიწყება.

ბაკურ გოგოლი (77კგ )
დამამშვიდებელ წრეშია გადასული და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას - რუსეთის წარმომადგენელ ისმაილ საიდხასანოვს შეხვდება.

ხვალვე  წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ 60-67-72-82-97 კგ კატეგორიის ფალავნები.

საქართველოს ღირსებას დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ოთარ აბულაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზვიადი უეჭველი მოიგებს ამ ჩემპიონატსაც და გაგვახარებს. მაგრამ, დროა უკვე დიდებშიც აჩვენოს შედეგი!!!!!!!!!!!!!
mamuka
10:07 13-11-2018
0

სიახლეები პოპულარული