ჭიდაობა

სამბო

"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო სამ­ბისტ ელე­ნე ქე­ბა­ძის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს. უწყე­ბა სპორ­ტსმენს პუნ­ქტობ­რი­ვად ახ­სე­ნებს იმ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს­გან მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის­თვის მი­უ­ღია.

ელე­ნე ქე­ბა­ძემ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც მან უწყე­ბა მის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სწო­რედ ამ პოსტზე და­წე­რა კო­მენ­ტა­რად შემ­დე­გი ტექ­სტი სა­მი­ნის­ტრომ:

"ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ჩვენ ყო­ველ­თვის გვი­ხა­რია თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა და დიდ პა­ტივს გცემთ. რაკი თქვენ ასე­თი უსა­მარ­თლო პოს­ტი შექ­მე­ნით, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით, რომ შე­გახ­სე­ნოთ იმ მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბოლო დროს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ თქვე­ნი
წარ­მა­ტე­ბის­თვის გა­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით. ბოლო დროს, თო­რემ მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ ბოლო დრო­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­საც უფრო მეტი მხარ­და­ჭე­რა აქვს, ვიდ­რე ერთი სპორ­ტსმე­ნის­თვის გა­ღე­ბუ­ლი სახ­სრე­ბია. ეს მხარ­და­ჭე­რა გაგ­რძელ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რას და­წერთ კი­დევ (დაგ­ვა­მად­ლეს, აე­რო­პორ­ტში არ მო­ვიდ­ნენ და სხვა).

1. თქვენ ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 1050 ლარი გე­რი­ცხე­ბათ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­გან;

2. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს მედ­ლის შე­სა­ბა­მი­სი პრე­მია 17 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით ჩა­გი­რი­ცხათ სწო­რედ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ;

3. 5 156 ლარი - მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და­გი­ფი­ნან­სათ; მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შეკ­რე­ბე­ბი, ეკი­პი­რე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა ხარ­ჯი ასე­ვე სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფი­ნან­სა. მო­მა­ვალ­შიც დიდ წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!" - წერს სა­მი­ნის­ტრო.