მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ბრინჯაოსთვის ჯულაყიძე და ურთაშვილი იბრძვიან

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებს კიდევ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

საპრიზო ადგილებისთვის ივერიკო ჯულაყიძე (66) და ზურაბ ურთაშვილი (120) იჭიდავებენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სთ-დან დაიწყება და გულშემატკივარს მისი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეეძლება.

ჯულაყიძემ დამამშვიდებელ წრეში ალჟირელ იშაკ ბოუხორს 14-4 მოუგო და მედლისათვის სომეხ გევორგ მხეიანს შეხვდება, ურთაშვილმა კი აზერბაიჯანელი უმარ ისრაილოვი 13-6 დაამარცხა და ბრინჯაოსთვის რუსეთის სახელით მოასპარეზე ზაურ კოზონოვს დაეჭიდება.

დღესვე მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ რობერტ დინგაშვილი (55) და ზაურ ბერაძე (84).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.
გილოცავთ საიტის ახალ დიზაინს
0
გილოცავთ საიტის ახალ დიზაინს
0
სიახლეები პოპულარული