ჭიდაობა

თავისუფალი

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებმა გამოსვლა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დღეს, 2 აგვისტოს, ბრინჯაოს მედალი ივერი ჯულაყიძემ (66) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ გევორგ მხეიანს 6-4 სძლია.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქოდა ზურაბ ურთაშვილსაც (120), თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე ზაურ კოზონოვთან დამარცხდა (2-4).

დღესვე მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ რობერტ დინგაშვილი (55) და ზაურ ბერაძე (84).

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.