ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგში პირველია

AutoSharing Option
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ თავისუფალ ჭიდაობაში განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე მესამე თვეა 61 კგ-ში მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფება, მანამდე კი, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 2015 წლის სექტემბერში ლას ვეგასში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ 57 კგ-ის უცვლელი ლიდერი გახლდათ.

ევროპის ჩემპიონ-პრიზიორი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფება.

მათ გარდა, მსოფლიო რეიტინგში კიდევ 10 ქართველი ფალავანი შევიდა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, თბილისის გრან-პრის გამარჯვებული ბექა ლომთაძე (57) მეექვსე ადგილზე იმყოფება.

აღნიშნულ წონითი კატეგორიიდან ხინჩეგაშვილის გადასვლის შემდეგ ესტაფეტა აზერბაიჯანელების ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ედიშერაშვილმა გადაიბარა, ვინც რეიტინგის ლიდერია.

შოთა ფარტენაძე (61) - მე-16, ევროპის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (65) - მეხუთე, თბილისის გრან-პრის გამარჯვებული ზურაბ ერბოწონაშვილი (70) - მე-18, ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძე (74) - მე-15, თბილისის გრან-პრის ჩემპიონი ჯაბა ყველაშვილი (74) - მე-17, ევროპის 2-გზის ჩემპიონ-პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) - მე-13, დავით ხუციშვილი (86) - მე-16, ევროპის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) - მეხუთე, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) მე-20 ადგილს იკავებენ.

მომზადებულია wrestling.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული