სად

ყურადღების ცენტრშია ბათუმის სპორტ-სკოლის საკითხი, რომელიც ბათუმის საკრებულომ ახლახანს გაასხვისა და მის ადგილზე ინვესტორი სასტუმროს აშენებას აპირებს. ბათუმელების ნაწილი აცხადებს, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ბათუმის სპორტ-სკოლის დანგრევის საფრთხეს ქმნის, ხოლო თავად ინვესტორი განმარტავს, რომ ამ დროისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და თანხმობის შემთხვევაში პირობას დებს, რომ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების სპორტ-სკოლა ექნება.

"საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს, რადგან ბათუმს აქვს გამოცდილება, თუ როგორ ექცეოდნენ სპორტულ ობიექტებს. დაწყებული საცურაო აუზით, რომელიც მალე უნდა აშენებულიყო მაგრამ ჯერაც არ აშენებულა, ასევე ბათუმის სტადიონი, რომელიც შენდება, თუმცა მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.

ახლა არც ერთ ბათუმელს აზრად არ მოუვა ის, რომ ვიღაცა ინვესტიციას ეწინააღმდეგება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ შენობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არსებობს კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ააშენებს ახალ შენობას, ამ შენობის დემონტაჟს მოახდენს", - აცხადებს ბათუმის მკვიდრი პაატა აროშიძე.

"რა თქმა უნდა ინვესტიციების მოზიდვა ქალაქისთვის არის კარგი, თუმცა ამას ბავშვთა და სპორტსმენთა უფლებები არ უნდა ეწირებოდეს. ამიტომ ამ ტიპის პროექტების განხორციელება მაშინ უნდა მოხერხდეს, როცა იმ ადამიანების უფლებები იქნება დაცული, სადაც სავარჯიშო დარბაზები იქნება გამოყოფილი, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ინვესტიციებზე ლოგიკურად საუბარი.

მე როგორც ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, მთხოვეს შეხვედრაზე დასწრება, რა თქმა უნდა მექნება კითხვებიც",- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი კირთძემ.

"არავინ არაფერს არ ანგრევს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, თუ წარმატებით დასრულდა წინასწარ თანამედროვე სტანდარტების სპორტსკოლას ავაშენებთ, ასევე ჩვენი ხარჯებით, ჯერ მოვახდენთ პროექტირებას. პროექტირების პერიოდში დავდებთ შეთანხმებას სპორტულ საზოგადეობასთან, რომ პროექტირებას მონიტორინგი გაუწიონ. პროექტის დამტკიცების შემდეგ დავიწყევთ სპორტ-სკოლის მშენებლობას.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, როცა განთავსდებიან ჩვენი საპატივცემულო სპორტსმენები, ამის შემდეგ, იქ 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას დავიწყებთ. არავითარ შემთხვევაში ვინმეს ან რამეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ორგანიზაცია "მწვანე ხეივნის" წარმომადგენელმა როინ ბერიძე.

ბათუმში სასპორტო სკოლის მშენებლობასთან და არსებული სპორტული სახეობების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღომისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ასევე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ

საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა