მეექვსე ეტაპი გაუქმდა, მეშვიდე - განახევრდა
რალი-რეიდი "დაკარის" მსვლელობაში ისევ შეაქვს კორექტივები უამინდობას. როგორც იცით, მეექვსე ეტაპი სრულად გაუქმდა, გუშინ კი ორგანიზატორებმა გაანახევრეს მეშვიდე ეტაპის დისტანცია და მონაწილეებმა 161 კილომეტრი გაიარეს.

ავტომობილების კლასში გრძელდება "პეჟოს" წევრების დომინირება. მაღალმთიან ტრასებზე ფრანგული მანქანები კონკურენტებზე გაცილებით სწრაფები იყვნენ. ამის შედეგად, სტეფან პეტერანსელმა და სებასტიან ლოებმა ასეთ მოკლე მანძილზეც კი რამდენიმე წუთი მოუგეს კონკურენტებს "ტოიოტადან" და "მინიდან". ასე მაგალითად, ჟინიელ დე ვილიერსმა ამ დუეტთან სამნახევარი წუთი წააგო, ნანი რომამ - ხუთნახევარი.

თუმცა, თუ გენერალურ კლასიფიკაციას გადავხედავთ, ცხადია, რომ "პეჟოს" მოდუნების უფლება არ აქვს. მართალია, პეტერანსელი და ლოები აგრძელებენ ლიდერობას საერთო ჩათვლაში, მაგრამ "ტოიოტას" ლიდერი ნანი რომა მხოლოდ 11 წუთით ჩარჩება მათ. ეს დრო კი საბურავის დაზიანების ან ნავიგაციაში ერთი შეცდომის ტოლფასია.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რომას გარდა, "პეჟოს" სხვა კონკურენტები არ ჰყავს. მეხუთე ადგილზე მყოფი მიკო ჰირვონენის ("მინი") ჩამორჩენა 50 წუთამდე ავიდა, დე ვილიერსი კი უკვე საათზე მეტს აგებს.

მოტოციკლების კლასში მეშვიდე ეტაპზე ბადალი არ ჰყავდათ "ჰონდას" მრბოლელებს. ამერიკელმა დებიუტანტმა რიკი ბრაბეკმა, რომელმაც 31-ე პოზიციიდან აიღო სტარტი, საუკეთესო დრო აჩვენა. მეორე ადგილზე გავიდა მისი პორტუგალიელი პარტნიორი პაულუ გონკალვეში ორწუთიანი ჩამორჩენით. გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა სემ სანდერლენდმა, თავდაპირველად, გარკვეული დრო დაკარგა, როცა მარშრუტს 300 მეტრით ასცდა, მაგრამ ბრიტანელმა მთავარი ამოცანა შეასრულა და თითქმის ექვსი წუთი მოუგო მთავარ მდევარს - პაბლო კინტალიას.

ახლა, საერთო ჩათვლაში სანდერლენდსა და კინტალიას შორის თითქმის 18 წუთია.

ავტო. საერთო ჩათვლა

1. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - 15:57.06

2. სებასტიან ლოები (პეჟო) - +1.57

3. ნანი რომა (ტოიოტა) - +11.07

4. სირილ დეპრე (პეჟო) - +14.01

5. მიკო ჰირვონენი (მინი) - +47.24

მოტო. საერთო ჩათვლა

1. სემ სანდერლენდი (KTM) - 17:28.53

2. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +17.45

3. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +22.16

4. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +28.36

5. მატიას ვალკნერი (KTM) - +34.17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს