ხუთშაბათი

შინდაგორიძე საბურთალოში

ითამაშებს

"საბურთალომ" კიდევ ერთი ახალწვეული დაასახელა - თბილისური კლუბის ფორმას ლაშა შინდაგორიძე მოირგებს. 23 წლის თავდამსხმელმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი (1+1) სისტემით გააფორმა.

ტანმაღალი შინდაგორიძე "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, ბოლოს კი "ცხინვალში" აგორებდა ბურთს.

შინდაგორიძე "საბურთალოს" მეორე ახალწვეულია. ორიოდე დღის წინ გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში გადავიდა "სამტრედიას" აწ უკვე ყოფილი მცველი დაჩი ცნობილაძე.

ტორპედო და სიონი: არის ლიცენზია!

ცნობილია, რომ 6 იანვარს კლუბების ლიცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა. ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა კომიტეტმა შეისწავლა ექსპერტების დასკვნები და 25 კლუბის დოკუმენტაცია. 2017 წლის სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღება შარშან ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნული პრო-ლიცენზია მიიღო, თანაც - უსანქციოდ და ყოველგვარი შენიშვნის გარეშე. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამით კლუბმა პრო ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამჟამად, "ტორპედო" უეფას ლიცენზირების პროცესისთვის ემზადება, რომელიც თებერვალში დაიწყება. თუ კლუბი ამ ბარიერსაც დაძლევს, ევროპალიგაში თამაშის უფლებას მიიღებს.

ასევე წარმატებით გაიარა ლიცენზირება "სიონმაც". სფფ-ის კომიტეტმა გუნდს ეროვნული ლიცენზია მიანიჭა, რომლის თანახმადაც ბოლნისური კლუბი აკმაყოფილებს პრო და A ლიცენზიის მოთხოვნებს.

გვერდი მოამზადა

მერაბ მამულაშვილმა

საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს