ქართველი მცველი გია გრიგალავა ტულის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მცველი გია გრიგალავა ტულის "არსენალის" ფეხბურთელი გახდა. 14 იანვარს გრიგალავამ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ხელშეკრულება 1.5-წელზეა გათვლილი ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გრიგალავამ "არსენალში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

- რუსული კლუბი დეკემბერში შემეხმიანა. შემოთავაზებამ სრულად დამაკმაყოფილა. კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ, ამიტომ მზად ვარ საქმეს შევუდგე.

- კვიპროსის "ეთნიკოსთან" ხელშეკრულება გაწყვიტეთ...

- დიახ და მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ წასვლის საშუალება მომცეს.

- გინდოდათ რუსეთში დაბრუნება?

- დიახ, "ანჟიდან" წასვლის შემდეგ და კვიპროსში გადაბარგების შემდეგ მიზნად დავისახე კვლავ პრემიერლიგაში მეთამაშა. რა თქმა უნდა ეს მალევე არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ საბოლოოდ ასეც მოხდა. მიხარია დაბრუნება. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მჯეროდა.

- იმ გახმაურებული ამბის გამო?

- დიახ, იყო რაღაც ნიუანსები. ასე ვთქვათ, ცუდად წავედი.

- კვიპროსის ჩემპიონატი შესამჩნევად სუსტია რუსეთის პირველობაზე?

- რა თქმა უნდა, მაგრამ არის რამდენიმე კლუბი, რომელიც პრემიერლიგაში არ დაიკარგებოდა. თუმცა რუსული კლუბები მათ ადრე ეთამაშებოდნენ და არც ისე კარგად.

შეგახსენებთ, რომ "არსენალში" გადასვლამდე გია გრიგალავა "ეთნიკოსში" თამაშობდა. მანამდე კი "როსტოვში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში" და "ანჟიში" გამოდიოდა.

გრიგალავას "ანჟიდან" წასვლა სკანდალის თანხმლებით მოუწია, რადგან მაშინ მას სისხლში ვითომ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, ხოლო გრიგალავამ განაცხადა, რომ კლუბმა მას ეს მოუწყო.

კვიპროსში გრიგალავას ასევე "პაფოსშიც" უთამაშია. რაც შეეება მის ამჟამინდელ კლუბს, "არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადილზე იმყოფება.

მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
სალაჰს სემენიო შეცვლის? "ლივერპული" "ბორნმუთის" შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები