"ინტერი" იტალიის თასზე ბრძოლას აგრძელებს
იტალიის თასზე კვლავაც ფავორიტები იგებენ. "ნაპოლის", "ფიორენტინას", "იუვენტუსის" და "მილანის" შემდეგ მომდევნო ეტაპზე "ინტერიც" გავიდა. სხვა გრანდებთან შედარებით, "ინტერს" ყველაზე მეტად გაუჭირდა - სტეფანო პიოლის გუნდმა მხოლოდ დამატებით დროში გატეხა "ბოლონია" და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

პიოლიმ შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. კარში ხუან კარიცო ვიხილეთ, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში კი - ჟოაო მარიო, გაბრიელ ბარბოსა, მარტინს ედერი და როდრიგო პალასიო. როდესაც "ინტერს" გაუჭირდა, მხოლოდ მაშინ ჩაერთვნენ თამაშში ლიდერები: მარსელო ბროზოვიჩი, ანტონიო კანდრევა და მაურო იკარდი.

"ინტერი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა და თითქოს, მატჩის ბედიც მალევე გადაწყდა. მილანელთა რიგებში თავი მურილიომ და პალასიომ გამოიჩინეს. პირველი ტაიმის მიწურულს, "ბოლონიამ" ერთი ბურთი გაქვითა და ინტრიგა დააბრუნა. მეორე ნახევრის შუაწელს, სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

თამაშის ბედი ანტონიო კანდრევამ გადაწყვიტა, რომლის დარტყმას "ბოლონიას" მეკარემ ვერაფერი მოუხერხა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:2.

მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იტალიის თასი არის ტურნირი, რომელმაც მიმდინარე სეზონში შეიძლება გაგვახაროს. თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. "ბოლონიამ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ამისთვის ქება ეკუთვნის.

ეს იყო მძიმე ბრძოლა, რომელშიც დავიმსახურეთ გამარჯვება, თუმცა ბედმაც გაგვიღიმა. იყო ბევრი შეცდომაც, რომლებიც გაანალიზებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ ეს შეცდომები ტურნირიდან გამოვარდნად არ დაგვიჯდა. იტალიის თასი ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც ამ სეზონში შეგვიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია" - მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი