მელბურნის კორტების პერიპეტიები
თუ კაცებში პირველი ნახევარფინალი შვეიცარიულია, ქალებში პირველი წყვილი ამერიკელებმა დააკომპლექტეს. მიუხედავად იმისა, რომ ვინუს უილიამსი ლეგენდაა, მისი გასვლა ოთხ საუკეთესოს შორის, მაინც სენსაციად უნდა მოინათლოს.

პირველ რიგში, ასაკის გამო. უფროსმა უილიამსმა 36 წლისა და 221 დღის ასაკში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. ის ყველაზე ასაკოვანი ქალი მოთამაშეა 1993 წლის უიმბლდონის შემდეგ, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. 24 წლის წინ, მარტინა ნავრატილოვა 36 წლისა და 259 დღის იყო.

გარდა ამისა, ავსტრალიის ღია პირველობა არასოდეს ითვლებოდა ვინუსისთვის საყვარელ ტურნირად. ამერიკელი 22 წლის იყო, როცა უკანასკნელად გავიდა მელბურნის ნახევარფინალში (2003 წელს) და ახლა, 18-წლიანი პაუზის შემდეგ, გაიმეორა ეს შედეგი.

ვეტერანს რთული მატჩი გამოუვიდა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას წინააღმდეგ. ორივე სეტში ამერიკელი ორ-ორჯერ იყო ჩამორჩენილი ბრეიკით და ახერხებდა ჯერ ანგარიშის გათანაბრებას, შემდეგ კი პარტიის აღებას. მეორე სეტში ვინუსი ტაი-ბრეიკსაც აგებდა, მაგრამ 1:3-დან ზედიზედ ექვსი ქულა მოიგო და საათი და 47 წუთის შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ვინუს უილიამსი სეტის წაუგებლად მივიდა ნახევარფინალამდე, სადაც თანამემამულე კოკო ვანდევეგე ელოდება. კოკოს მეოთხედფინალში გაცილებით რთული მეტოქე ელოდა, მაგრამ გაცილებით იოლად შეძლო მოგება. როლან გაროსის ჩემპიონს გარბინ მუგურუსას, პრაქტიკულად, არანაირი შანსი არ ჰქონია.

ესპანელმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა ამერიკელის მოწოდებებს, ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ვანდევეგეს კი მუდმივად ჰქონდა ბრეიკის შანსები, მაგრამ მხოლოდ რიგით მეშვიდე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (მეტოქის ორმაგი შეცდომის წყალობით) და ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი პარტიის მოსაგებად.

მეორე სეტში კი ვანდევეგემ გაზარდა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის პროცენტი და ეს ანგარიშშიც აისახა - 6:4, 6:0. საათსა და 23 წუთში, ვანდევეგემ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ამერიკელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა.

ვანდევეგემ გააუმჯობესა კარიერის პირადი შედეგი - აქამდე "დიდ სლემზე" მისი ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს, უიმბლდონის მეოთხედფინალში გასვლა იყო.

ქალები

1/4 ფინალი

ვანდევეგე (აშშ)-მუგურუსა (ესპ, 7) 6:4, 6:0

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-პავლიუჩენკოვა (რუს, 24) 6:4, 7:6(3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია