ხვალ, დები უილიამსების მეცხრე ფინალია
ავსტრალიის ღია პირველობის მე-11 დღე ნახევარფინალურ მატჩებს დაეთმო. გამოვლინდა ორივე ფინალისტი ქალთა ტურნირზე, სადაც ორი მიზეზით უცნაური ჩანდა ნახევარფინალში კოკო ვანდევეგეს გასვლა.

ის ამ დონეზე პირველად მივიდა კარიერაში, გარდა ამისა, 25 წლის კოკო ასაკის მიხედვით იყო ამოვარდნილი საერთო სურათიდან, რადგან ვინუს უილიამსი 36 წლისაა, სერენა უილიამსი - 35 წლის, მირიანა ლუჩიჩი - 34-ის.

ვანდევეგემ წინა ორ ეტაპზე ორი უძლიერესი ჩოგბურთელი - მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მოქმედი ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი და გარბინ მუგურუსა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა. ამიტომაც, სწორედ მას მიიჩნევდნენ ვინუს უილიმსთან მატჩში ფავორიტად, მის უმეტეს, რომ ვინუსს ნახევარფინალამდე არც ერთი მეტოქე არ ჰყოლია TOP20-დან.

ორი ამერიკელის პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მათ თავიდანვე ბრეიკები გაცვალეს, შემდეგ დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი გახდა საჭირო. მეტოქეებმა მე-13 გეიმი ზედიზედ ხუთი მინი-ბრეიკით დაიწყეს, შემდეგ ვანდევეგემ დაალაგა მოწოდება, რასაც მეტოქის შეცდომებიც დაემატა - 7:6(7:3).

გამოცდილ ვინუსზე არ უმოქმედია პირველი სეტის წაგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მეორეში მარცხი არ ასცდებოდა. ვანდევეგეს სამ გეიმში შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გათამაშება უილიამსმა მოიგო - 6:3. მესამე სეტში, ვინუსმა თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და მიღებაზე შანსი აღარ მისცა თანამემამულეს. კოკო ისევ ბევრს ცდებოდა და ჯამში 51 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 11 ორმაგი, აგრეთვე 13 ბრეიკ-პოინტიდან გამოყენებული მხოლოდ ერთი შანსი. ვინუსმა უფრო კარგი ჩოგბურთი აჩვენა და კარიერაში მეორედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში - 6:7(3), 6:2, 6:3. უილიამსი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი ავსტრალიური ტურნირის ისტორიაში.

ვინუსმა მელბურნში წინა ფინალი 2003 წელს ითამაშა და მაშინ მას უმცროსი და სერენა უპირისპირდებოდა. ასე იქნება ამჯერადაც. უმცროსი უილიამსი ტურნირის აღმოჩენას მირიანა ლუჩიჩს ეთამაშებოდა. ხორვატმა მორიგი სასწაულის ჩადენა ვერ მოახერხა, რაშიც დამნაშავე ამერიკელის მაქსიმალური კონცენტრაცია იყო.

სერენა თავიდანვე ჩაერთო მატჩში და ბოლომდე არ მოდუნებულა. უილიამსი ბრწყინვალედ აწვდიდა და 26-დან 24 ბურთი მოიგო პირველი მოწოდების შემდეგ. მოკლედ, სერენა ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და 50 წუთში მოამთავრა საქმე - 6:2, 6:1.

ასე რომ, "დიდი სლემის" ტურნირებზე მეცხრედ შედგება ფინალი დებს შორის. ამ დაპირისპირებაში სერენა წინ არის - 6:2 და აშკარა ფავორიტი იქნება შაბათის მატჩში.

ქალები. 1/2 ფინალი

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-ვანდევეგე (აშშ) 6:7(3), 6:2, 6:3

ს. უილიამსი (აშშ, 2)-ლუჩიჩი (ხორ) 6:2, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა